CNN-მა გამოაქვეყნა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემები სადაც აღწერილია ბახმუტში კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი”-ის სამხედრო მოქმედებები. როგორც უკრაინული დაზვერვა აცხადებს ბრძოლის ველზე “ვაგნერის” მეომრები სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელ სამხედროებს.
2022 წლის დეკემბრის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “ვაგნერელები” სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან ახლო მანძილზე გამართულ ბრძოლებში, ამის მიუხედავად კერძო სამხედრო დაჯგუფება დიდ ზიანს აყენებს უკრაინულ არმიას.
„ათასობით “ვაგნერის” ჯარისკაცის დაღუპვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რუსული საზოგადოებისთვის. რუს ოკუპანტები “ვაგნერის” ქვეითებს ერთჯერადად მოხმარებისთვის იყენებენ. ვაგნერელების ეკრძალებათ ბრძანების გარეშე უკან დახევა. ბრძოლის ველიდან უნებართვთ გასვლა ან მიღებული ჭრილობის გარეშე ბრძოლის დატოვება ადგილზე დახვრეტით ისჯება” -ნათქვამია სამხედრო დაზვერვის დოკუმენტში.
დაზვერვის ინფორმაციით, დაჭრილ ვაგნერელებს ხშირად რამდენიმე საათით ტოვებენ ბრძოლის ველზე. მებრძოლებს არ აქვთ უფლება დაჭრილები ბრძოლის ველიდან ბრძანების გარეშე გაიყვანონ, რადგან მათი მთავარი ამოცანაა მიზნის მიღწევამდე იერიშის გაგრძელება . წარუმატებელი თავდასხმის შემთხვევაში უკანდახევა ასევე დასაშვებია მხოლოდ ღამით.
უკრაინული სამხედრო დაზვერვის დასკვნით, რუსული ხელმძღვანელობის სასტიკი დამოკიდებულების მიუხედავად, “ვაგნერი” ერთადერთი ეფექტური სამხედრო დაჯგუფებაა ცუდად მომზადებულ რუსეთის სახმელეთო სამხედრო დაჯგუფებას შორის.
დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ რუსული არმია საკუთარი ტაქტიკის ადაპტირებას დაიწყებს რათა კლასიკური ბატალიონის ტაქტიკური შენაერთების ნაცვლად შექმნსა “ვაგნერის” მსგავსი მოიერიშე მცირე სამხედრო დაჯგუფებები.
უკრაინული სამხედრო დაზვერვს ანგარიშში ნათქვამია, რომ “ვაგნერი”-ის მეომრები ბრძოლობენ მცირე ჯგუფებად ათეულის ფორმატით. ბრძოლის დროს უფრო მობილური არიან და ეფექტურად იყენებენ დრონებს და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. “ვაგნერელებს შეიარაღებაში აქვს “მოტოროლას” მიერ წარმოებული საკომუნიკაციო საშუალებები. თავად კომპანია CNN-თან საუბარში უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ შეჩერებული აქვს გაყიდვები რუსეთში და დახურა იქ საქმიანობა.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, “ვაგნერი” ბრძოლის ყველზე აქტიურად იყენებს მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებულ დანაყოფებს. “ვაგნერის” რიგებში ათიათასობით მსჯავრდებული ირიცხება. მსჯავრდებულები ძირითადად თავდასხმის პირველ ტალღას დროს ბრძოლობენ. სწორედ მათ შორის არის ყველაზე დიდი დაახლოებით 80%-მდე დანაკარგი.
უკვე მათ შემდეგ ბრძოლაში შემოდიან უფრო გამოცდილი, პროფესიონალი მებრძოლები. ეს ჯგუფები უკეთ არის აღჭურვილი მათ აქვთ თერმოგამოსახულების და ღამის ხედვის მოწყობილობები.
“ვაგნერელებსა” და რუსეთის სამხედრო შენაერთებს შორის კორდინაცია არ არის. იქამდე სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რამე წარმატებას ვერ მიახწევს ევგენი პრიგოჟინი უფრო მეტ რესურსებს მოითხოვს საკუთარი ჯარის გასაძლიერებლად.
“ვაგნერის” მფლობელი ევგენი პრიგოჟინი იმდნენად ამბიციურია, რომ უკვე დაუფარვად აცხადებს, რომ „ვაგნერი“ „დღეს მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი არმიაა“.
Discussion about this post