კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე იმ რუსი ჯარისკაცები მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ უკრაინაში, უარს ამბობს წინა ხაზზე დაბრუნებაზე. ამის შესახებ საგამომძიებლო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა, რუსლან ლევიევმა ისაუბრა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში. იტყობინება რადიო თავისუფლება.
„უარმყოფლები სულ უფრო სისტემური მოვლენა ხდება. ისინი უკრაინიდან დაბრუნებულ პრაქტიკულად ყველა შენაერთში არსებობენ. ჩვენი შეფასებით, უკრაინიდან დაბრუნებული კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე პირადი შემადგენლობის 20-დან 40%-მდე უარს ამბობს უკრაინაში გადასროლასა და ბრძოლაში ჩაბმაზე“, – განაცხადა Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა.
მანამდე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა დაღესტანში დისლოცირებული რუსეთის 36-ე ცალკეული გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადის კონტრაქტით დაქირავებული მომსახურის სააღრიცხვო-სამსახურებრივი ბარათი და ცნობა, რომ იგი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. სამხედრო ბილეთში მას დაუსვეს შტამპი წარწერით: „მიდრეკილია გამყიდველობის, სიცრუისა და სიყალბისკენ. უარი თქვა დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე“. თავად ბარათის მფლობელმა განმარტა, რომ იგი სირიაში მივლინების შემდეგ მისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო შვებულებას ითხოვდა.
Discussion about this post