უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი კვლავ აგრძელებს დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული ნაწილებით დაკომპლექტებული მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებას. ტოტალური სანქციების ფონზე აგრესორმა ქვეყანამ შეძლო გამოსავლის პოვნა და ახლა ამერიკული და ევროპული ელექტრონიკის იმპორტს მესამე ქვეყნებიდან ახორციელებს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობამ (IPHR) და დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა კომისიამ (ICAC) თავიანთ ანგარიშში ჩამოთვალეს ის დასავლური კომპანიები, რომელთა მიერ წარმოებული ელექტრო ნაწილები აღმოჩენილია რუსულ რაკეტებში.
ისკანდერ-მ
ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის “ისკანდერ-მ” 9М723 რაკეტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღია რუსეთის არმიაში. ეს რაკეტები აღჭურვილნი არიან სტელსი ტექნოლოგიებით და მოძრაობენ ბალისტიკური ტრაექტორიით. მათ შეუძლიათ მანევრირება რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ამ რაკეტების აღმოჩენას და განადგურებას ართულებს.
ასეთი რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოების სრული ციკლი რუსეთს არ გააჩნია, ამიტომ ისინი იძულებული არიან საჭირო ელექტრო მოწყობილებები უცხოეთიდან შემოიტანონ.
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) სპეციალისტებმა ამ რაკეტის ნამსხვრევებში აღმოაჩინეს პროცესორები, მიკროჩიპები და კაბელები, რომლებც მარკირებულია გერმანული, შვეიცარიული და ამერიკული კომპანიის დასახელებით.
დადასტურდა, რომ სწორედ ამ რაკეტებს ესროდნენ რუსებმა 17 აგვისტოს ხარკოვის სალტივის რაიონში მდებარე ჰოსტელს, რის შედეგადაც 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ხარკოვის სხვა რაიონში და კრამატორსკში.
ამ რაკეტის სიზუსტის დიაპაზონი 10-30 მეტრია. ამიტომ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ოკუპანტები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თქმით, იანვრის მდგომარეობით რუსებს ამ ტიპის 92 რაკეტა დარჩათ – საწყისი მარაგის მხოლოდ 11%. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 36 ერთეული იქნა წარმოებული.
ფრთოსანი რაკეტა X-101
ფრთოსანი რაკეტა K-101-ის გაშვება ხდება Tu-95 და Tu-160 სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, ამ რაკეტებს 2500-2800 კმ მანძილზე ფრენა შეუძლიათ. ეს რაკეტები 11 სექტემბერს ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ხარკოვის თბოელექტროსადგურ-ზე განხორციელებულმა დარტყმებმა ბევრ რეგიონში ელექტრო ენერგიის გამორთვა გამოიწვია. ამის შემდეგ ოკუპანტები ელექტრო ქვესადგურების განადგურების მიზნით მთელ უკრაინაში იყენებდნენ ამ რაკეტებს.
ფრთოსანი რაკეტა K-101-ით აპრილში რუსებმა 15 სართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. X-101-ების სიზუსტის დიაპაზონი 5-6 მეტრია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები ამ შეიარაღებას მიზანმიმართულად იყენებენ.
RUSI-ს ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ამ რაკეტის ელექტრო მოწყობილობებზე ნიდერლანდების, შვეიცარიის, ტაივანის და აშშ-ს კომპანიების ლოგოებია დატანილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იანვრის მდგომარეობით მტერს 118 X-101 და X-555 რაკეტის მარაგის 16% დარჩათ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 290 მათგანი იქნა წარმოებული.
კალიბრი
კალიბრის სისტემის რაკეტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. მათი გაშვება შესაძლებელია როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდანაც და სამიზნეს 2500 კმ-მდე მანძილზე ანადურებს. ოკუპანტებმა კალიბრებით ვინიცაში ოფიცერთა სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა.
NACO-ს ანალიზით, ამ რაკეტაში სატელიტური სისტემის კომპონენტებს, აშშ-ს, შვეიცარიისა და ტაივანის კომპანიების ლოგოები აქვს დატანილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის მდგომარეობით რუსებს დარჩენილი აქვთ 59 კალიბრის რაკეტა, რაც საწყისი მარაგის 9%-ია. გასული წლის თებერვლიდან დღემდე 150 მათგანი იქნა წარმოებული.
როგორ ხვდება ეს კომპონენტები რუსეთში ?
ანგარიშის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ბევრი კომპონენტზე დატანილი მარკირება შეიძლება ყალბია და არ არის წარმოებული დასავლური ქვეყნების კომპანიების მიერ. თუმცა, სხვა მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ დეტალების ზოგიერთი ნაწილი მაინც ორიგინალია.
Politico-ს ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ კრემლისთვის განკუთვნილი სია სადაც ჩამოთვლილი იყო იმ კომპონენტების რაოდენობა რომლებსაც აწარმოებენ Harting, TE Connectivity, Altera, Cypress Semiconductor, Marvell, Texas Instruments და Analog Devices. შემდგომში ამ კომპანიების პროდუქცია აღმოაჩენილი იქნა რუსულ რაკეტებში.
RUSI-სა და Reuters-ის გამოძიების თანახმად, გასული წლის 31 ოქტომბრამდე რუსეთმა 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრონული მოწყობილობები იყიდა, საიდანაც 777 მილიონი დოლარის პროდუქცია წარმოებულია იმ დასავლური კომპანიების მიერ, რომლებიც მოხსენებაშია წარმოდგენილი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დასავლეთში წარმოებული ელექტრო ნაწილების რუსეთში შეტანა შუამავალი კომპანიების დახმარებით ხდება.
მწარმოებელ კომპანიებსა და შუამავალ ფირმებს შორის არსებულ სავაჭრო მონაცემებში, საქონლის ზუსტი კოდები არ არის მითითებული ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა, არღვევეენ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული კვლევის ავტორები თვლიან, რომ მათ მიერ წარმოებული ელექტრო ნაწილების რუსლ რაკეტებში არსებობა რომლითაც ისინი სამხედრო დანაშაულს ჩადიან მორალური შეშფოთება უნდა გამოიწვიოს.
Discussion about this post