რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპაში საბრძოლო მასალების წარმოება-მიწოდების სისტემის კრიზისი გამოიწვია. კომპანიები რომლებიც სამხედრო სამრეწველო სფეროში არიან ჩაბმულები ცდილობენ იარაღის წარმოება გაზარდონ, რადგან საჭიროა ვეროპული ქვეყნების საბრძოლო მარაგების შესავსება და კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ტემპის შენარჩუნება. ბევრ ევროპულ კომპანიას მოუწია სამუშაო საათების გაზრდა და მეტი კადრის დაქირავება. ამის შესახებ ინდუსტრიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება Financial Times.
რუსული ჯარების უკრაინაში შესვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მოთხოვნის ზრდის ტემპი ევროპის სმხედრო ინდუსტრიისთვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცა, იუწყება გაზეთი.
ნორვეგიული საბრძოლო მასალისა და იარაღის მწარმოებელი კომპანია Nammo-ს აღმასრულებელი დირექტორი მორტენ ბრანდცეგი გაზეთთან საუბრისას აცხადებს რომ უკრაინის არმია დღეში 5000-დან 6000-ზე მეტ საარტილერიო ჭურვს ისვრის. ეს რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში მცირე ევროპული ქვეყნის წლიური შეკვეთის მოცულობის ტოლფასია. ნორვეგიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საბრძოლო მასალის ზოგიერთ სახეობაზე იმდენად დიდი მოთხოვნა, რომ მიწოდების დრო თვეების ნაცვლად წლამდე გაიზარდა.
გერმანიის თავდაცვის ძალების უმსხვილესმა კონტრაქტორმა კომპანიამ Rheinmetall-მა, გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნგრეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების ახალ ქარხანას აშენებს. იქ წარმოებული ნივთიერებები, გამოყენებული იქნება საარტილერიო, სატანკო და ნაღმტყორცნების ჭურვებისთვისაც.
Chemring-ი რომელიც ბრიტანული თავდაცვის უცყებებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საწვავს აწვდის, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკ ორდიმ გამოცემასთან საიუბარში განაცხადა, რომ მათ კლიენტს აინტერესებს შეიძლება თუ არა გარკვეული მასალების 100%-მდე 200%-მდე გაზრდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქით, წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას ახალი ქარხნები, ინვესტიცია და დრო სჭირდება.
ბრიტანული Denroy-ის დირექტორმა, კევინ მაკნეიმ გაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ ზოგიერთი საბრძოლო მასალის წარმოებას დიდი დრო ჭირდება- ზოგჯერ ამას შეიძლება ექვსი თვე დასჭირდეს.
კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია BAE Systems რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებებს თავდაცვის სამინისტროსთან, რათა გაზარდოს საბრძოლო მასალის რაოდენობა. კომპანიამ უკვე გაზარდა მორიგეობებისა და მუშაკების რაოდენობა თავის ქარხნებში, როგორც ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ახალი კონტრაქტის შესასრულებლად, ასევე უკრაინისთვის საჭირო დამატებითი მოცულობების დასაფარად. კომპანიის სამი ძირითადი ქარხანა მუშაობს ორ-სამ ცვლაში 24 საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე.
Discussion about this post