ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოსსაბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.
საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისასყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებმითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყებისმეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველასტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპისსანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.
ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორცდიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი.
ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რისშედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების დაორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესშიარ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომებიცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ.
ფინანსური სანქციები
ფინანსური სანქციები რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო პაკეტია.
სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ასევე SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს მრავალი რუსული ბანკი.
ყადაღა დაადეს რუსეთის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვის თითქმის ნახევარს.
აკრძალეს ევროსა და დოლარის ბანკნოტებზე ხელმისაწვდომობა.
რუსეთისთვის შეიზღუდა ხელმისაწვდომობა მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსებზე.
არასანქცირებული ბანკებიდან გადარიცხვები კვლავ არის შესაძლებელი, თუმცა რუსეთმა გარკვეული აკრძალვები საკუთარ მოქალაქეებს თავადაც დაუწესა.
ინფორმაციის ტავისუფლების განვითარების აპრილის ანგარიშით:
2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელია დაახლოებით -114 მლნ. აშშ დოლარით იზარალოს საშუალო სცენარით და -500 მლნ. აშშ დოლარით შეზღუდვების სცენარით. ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ინვესტიციების კლებას აკომპენსირებს ფულადი შემოდინებების ზრდა ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება, რომელიც ამცირებს ფულად გადინებას ქვეყნიდან.
2022 წელს, ექსპორტი მოსალოდნელია დაახლოებით 7%-ით შემცირდეს (-300 მლნ. აშშ. დოლარი), 2021 წელთან შედარებით. შემცირება ძირითადად რუსეთის (-50%), ბელარუსის (-33%) და უკრაინის (-50%) მიმართულებით არის მოსალოდნელი. სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდა მცირედით შეარბილებს შემცირების ეფექტს. შეზღუდვების სცენარის შემთხვევაში ექსპორტი -525 მლნ. აშშ დოლარით შემცირდება.
2022 წელს, ექსპორტის შემცირებასთან ერთად მოსალოდნელია იმპორტიც შემცირდეს დაახლოებით 174 მლნ. აშშ დოლარით (-450 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა ამცირებს იმპორტს. თუმცა, ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტების რაოდენობა და ხანგრძლივობა მცირედით აკომპენსირებს აღნიშნულ შემცირებას.
მიმდინარე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების თითქმის განულების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკას 89 მლნ. აშშ დოლარზე მეტი არ დააკლდება საშუალო სცენარით (-116 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით) და ჯამში ფულადი გზავნილები 4%-ზე მეტად არ შემცირდება. რუსეთზე დამოკიდებულება ფულადი გზავნილების შემთხვევაში მკვეთრად მცირდება 2008 წლიდან. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 65%-დან 16%-მდე შემცირდა აღნიშნულ პერიოდში და მოსალოდნელია კიდევ უფრო შემცირდეს 2022 წელს.
ტურიზმის სექტორის შემოსავლები მოსალოდნელია +456 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდოს 2022 წელს (+153 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), 2021 წელთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა მოსალოდნელია 1.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინოს (რუსეთის მოქალაქეების წილი 27%). იზრდება შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა და დარჩენის ხანგრძლივობა.
რუსეთიდან იმპორტირებული ელ. ენერგია მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან შეიძლება ჩანაცვლდეს. ელ. ენერგიის იმპორტი რუსეთიდან ჯამურ მოხმარებაში 9%-ს შეადგენდა 2021 წელს და მოსალოდნელია უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს მეგობარი ქვეყნებიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე.
რეგიონში გაზრდილი რისკების შედეგად მოსალოდნელია მიმდინარე წელს ინვესტიციების შემცირება -350 მლნ. აშშ დოლარით (-450 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), რაც შეიძლება დაკომპენსირდეს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან გაზრდილი ინტეგრაციის ხარჯზე.
Discussion about this post