7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალურიასამბლეა და არჩევნები ჩატარდა.
სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად – ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად – მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.
ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტისპოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი – მაიკლ ქოუგლი აქამდეAmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – გიორგი თხელიძე კი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.
არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც:
· კოლინ დონოჰი – ოპტიმალ დიჯიტალი;
· აიტენ ჰაჯიევა – BP საქართველო;
· ოთარ ყიფშიძე – დენტონს საქართველო;
· კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) – Gulf Georgia;
· იორდი კუიჯტ – Silk Hospitality/Radisson;
· სანდრო შელია – CAI International;
· ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა – BLC;
· გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) – იურიდიული ფირმა – MG Law;
· სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს;
· ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული;
ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელიშეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.
Discussion about this post