ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი არის ყოველწლიური კვლევა, რომელიც აფასებს 121 ქვეყანას მათი ციფრული კეთილდღეობის მიხედვით 5 ძირითად საყრდენზე დაყრდნობით.
Surfshark-ის მე-5 წლიური ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსით (DQL) საქართველოს 65-ე ადგილი უკავია მსოფლიოში, გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის რეიტინგი ორი ადგილით არის გაუმჯობესებული.
ინდექსის 5 კრიტერიუმიდან საქართველომ საუკეთესო შედეგი გამოავლინა ელექტრონული უსაფრთხოებაში და 43-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ინტერნეტის ხარისხში გამოწვევების წინაშე დგას და 102-ე ადგილზეა.
ქვეყანა ინტერნეტის ხელმისაწვდომობით 48-ე ადგილზეა, ელექტრონული ინფრასტრუქტურით 55-ე და ელექტრონული მმართველობით 80-ე. მთლიანი ინდექსით, საქართველო სომხეთს (69-ე) და აზერბაიჯანს (74-ე) უსწრებს. აზიაში საქართველო მე-20 ადგილს იკავებს, რეგიონში ლიდერი სინგაპურია.
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე.
ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში საშუალოდ 30 Mbps-ია. ამის გასაგებად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფიქსირებული ინტერნეტი – სინგაპურის – არის 300 Mbps. იმავდროულად, მსოფლიოში ყველაზე ნელი ფიქსირებული ინტერნეტი – იემენის – არის 11 Mbps.
მობილური ინტერნეტი საშუალოდ 44 Mbps. ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი – UAE – არის 310 Mbps, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ნელი მობილური ინტერნეტი – ვენესუელა – 10 Mbps.
სომხეთთან შედარებით, საქართველოს მობილური ინტერნეტი 22%-ით უფრო სწრაფია, ხოლო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი 58%-ით ნელია. გასული წლიდან საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 9%-ით გაუმჯობესდა, ხოლო ფიქსირებული ფართოზოლოვანი სიჩქარე 6%-ით გაიზარდა.
საქართველოში ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია.
საქართველოს მოქალაქემ, თვეში 1 საათი 57 წუთი უწევთ იმუშაონ, რომ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი იყიდონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალოზე ნაკლებია, ის 7-ჯერ მეტია, ვიდრე რუმინეთში,
რომელსაც აქვს მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი ფიქსირებული ინტერნეტი (რუმინელებმა თვეში 18 წუთი უნდა იმუშაონ, რომ ეს შეძლონ).
ქართველებს თვეში 1 საათი 4 წუთი 45 წამი უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ მობილური ინტერნეტი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლუქსემბურგში, რომელსაც აქვს მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი მობილური ინტერნეტი (ლუქსემბურგელებს თვეში 16 წუთი უწევთ იმუშაონ ამის ასატანად).
საქართველო ელექტრონული უსაფრთხოებით მსოფლიოში 43-ე ადგილზეა .
ელ.უსაფრთხოების საყრდენი ზომავს რამდენად არის ქვეყანა მზად კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე რამდენად მოწინავეა ქვეყნის მონაცემთა დაცვის კანონები. ამ საყრდენში საქართველო სომხეთს (74-ე) და აზერბაიჯანს (64-ე) უსწრებს. საქართველო მზად არის კიბერდანაშაულთან საბრძოლველად, ქვეყანას აქვს მონაცემთა დაცვის გარკვეული კანონები.
ელექტრონული ინფრასტრუქტურით საქართველო 55-ეა, ელექტრონული მმართველობით კი 80-ე.
მოწინავე ელექტრონული ინფრასტრუქტურა უადვილებს ადამიანებს ინტერნეტის გამოყენებას სხვადასხვა ყოველდღიური აქტივობებისთვის, როგორიცაა სამუშაო, სწავლა, შოპინგი და ა.შ. ეს კვლევა ასევე აფასებს რამდენად მაღალია ინტერნეტის შეღწევადობა მოცემულ ქვეყანაში, ასევე მის ქსელურ მზაობას (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის მზაობა). საქართველოს ინტერნეტის გავრცელება მაღალია (91% — 37-ე მსოფლიოში), ქვეყანა კი 74-ე ადგილს იკავებს ქსელის მზაობის მიხედვით.
ელექტრონული მმართველობის კვლევა გვიჩვენებს, თუ რამდენად მოწინავეა მთავრობის ციფრული სერვისები და რამდენად ავლენს ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის (AI) მზადყოფნის დონეს.
საქართველოს ელექტრონული მმართველობა მსოფლიოში საშუალოზე დაბალია.
გლობალურად, ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე გასულ წელს.
ფიქსირებული ინტერნეტი შარშანდელთან შედარებით 11%-ით უფრო ხელმისაწვდომია – საშუალოდ, ადამიანებს თვეში 42 წუთით ნაკლები უწევთ იმუშაონ, რომ ეს შეძლონ.
მობილური ინტერნეტი შარშანდელთან შედარებით 26%-ით უფრო ხელმისაწვდომია – ადამიანებს 41 წუთით ნაკლები უნდა იმუშაონ, რომ ეს შეძლონ.
მეთოდოლოგია
DQL Index 2023-მა გამოიკვლია 121 ქვეყანა (გლობალური მოსახლეობის 92%), რომელიც დაფუძნებულია ხუთ ძირითად პარამეტრზე, რომელიც შედგება 14 ინდიკატორისგან. კვლევა ეფუძნება გაეროს ღია წყაროს ინფორმაციას, მსოფლიო ბანკს და სხვა წყაროებს. საქართველოს სრული პროფილი 2023 წლის ციფრული ცხოვრების ხარისხის ანგარიშში და ქვეყნების შედარების ინტერაქტიული ინსტრუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://surfshark.com/dql2023?country=GE
Discussion about this post