ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „რუსეთის ქვედანაყოფები უკან კი არ მიდიან, არამედ ადგილებს იცვლიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას, მარაგების შევსებას და დონბასში იერიშის გაძლიერებას”. იტყობინება რადიო თავისუფლება
ამავე დროს, ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე ზეწოლას აგრძელებს, ამიტომ უნდა მოველოდეთ დამატებით თავდასხმით ქმედებებს, რომლებსაც მეტი ტანჯვა მოჰყვება.
პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის სიტყვები და საქმე კვლავაც არ ემთხვევა ერთმანეთს: „ახლახან მოვისმინეთ, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციებს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, – თქვა სტოლტენბერგმა, – მაგრამ, რუსეთმა კვლავ იცრუა თავისი განზრახვების შესახებ. რუსეთის შეფასება მხოლოდ მისი მოქმედების მიხედვით შეგვიძლია და არა სიტყვებზე დაყრდნობით“. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის მხარე ნაკლებ მზადყოფნას აჩვენებს, “მოიძებნოს პოლიტიკური მოგვარება“.
იენს სტოლტენბერგის თქმით, არ არის მჭიდრო კავშირი, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან ხდება და ბრძოლის ველზე ვითარებას შორის. ეს ჩვენ გვაძლევს საბაბს, უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რათა მისი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან გაძლიერდეს. სტოლტენბერგის თქმით, ვხედავთ, რომ „რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისთვის ცეცხლის დაშენას და თავისი ჯარებს ახლებურად ანაწილებს და გადააადგილებს“, რისი მიზანიც, სტოლტენბერგის თანახმად, ალბათ, დონბასის რეგიონში მცდელობების გაძლიერებაა. სტოლტენბერგი შეეხო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემას და განაცხადა, რომ ნატოელი მოკავშირეები აქტიურად ეხმარებიან კიევს და ეს დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება, რადგან უკრაინა იცავს დემოკრატიას და მის ფასეულობებს.
სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღს გამოყენების შესაძლებლობაზე თქვა, რომ ნატო უკრაინას ამარაგებს თავდაცვითი და სხვა აღჭურვილობით ასეთი შემთხვევისთვის. საერთო ჯამში, ასეთი იერიში იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ის შეცვლის ამ კონფლიქტის ხასიათს, თქვა მან.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს ნატო, როცა შავ ზღვაში რუსეთის ყოფნა გაფართოებულია და სატვირთო გემებს ბლოკავს, ილაპარაკა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ მის პირასაა ნატოს სამი წევრი, თურქეთის, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი, საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ სატვირთო გემების დაბლოკვა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება, რადგან უკრაინის პორტები სურსათის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პუნქტებია. ამგვარ ქმედებას მოჰყვება ფასების ზრდა, რის აღსაკვეთად საჭიროა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს გემების ბლოკირება. ალიანსი ყურადღებით აკვირდება ვითარებას შავ ზღვაში, განაცხადა მან 31 მარტს ბრიუსელში.
თუ რუსეთი შეეცდება თავისი ტერიტორია – კალინინგრადის ოლქი, გამოიყენოს როგორც დერეფანი, ალიანსი თავის წევრებს დაიცავს, თქვა სტოლტენბერგმა, რომელმაც ილაპარაკა ფინეთის, მასთან ერთად შვედეთის უფლებაზე, გახდნენ ალიანსის წევრები. ეს არის სუვერენული სახელმწიფოების სუვერენული უფლება და არა ნატოს გადასაწყვეტი, ვინ გახდება ან არ გახდება მისი წევრი, თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც თვლის, რომ ფინეთის და შვედეთი, მათი სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ ალიანსის წევრობას.
იენს სტოლტენბერგი მიესალმა ნატოს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, გაზარდოს სამხედრო ხარჯები ამ ვითარებაში, როცა ევროპის უსაფრთხოებას აღმოსავლეთის ფლანგზე შექმნილ ვითარებაში.
Discussion about this post