სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს კვირებში პუტინმა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ამისთვის მას თავისი ჯარის 25% გამოყენება მოუწია. რუსეთმა სტრატეგიულად უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ტონი რადაკინმა განაცხადა. წერს ბიბისის რუსეთის ბიურო.
ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ დიდი დანაკარგი განიცადა და ამით გააძლიერა ნატო, რომელშიც გაწევრიანება ფინეთსა და შვედეთს სურთ.
“ეს არის რუსეთის მხრიდან საშინელი შეცდომა. რუსეთი ვერასდროს ვერ შეძლებს უკრაინას კონტროლქვეშ აყვანას”, – განაცხადა რადაკინმა.
კრემლის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა უახლოეს კვირებში ტაქტიკური შედეგები დადოს, მაგრამ ამისთვის მას უკვე მოუწია თავისი არმიის ძალაუფლების დაახლოებით 25%-ის გამოყენება. ასეთი მაღალი ფასით, რუსეთის ფედერაციამ შეძლო დაებრუნებინა უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილი სამაგიეროდ მიიღო 50 000 მოკლული ან დაჭრილი, დასძინა რადაკინმა და იქვე დაადასტურა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებას განაგრძობს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ანალიტიკოსის მაიკლ კლარკის თქმით, აღმოსავლეთში ბრძოლების ინტენსივობის გამო პაუზა გარდაუვალია. მან აღნიშნა, რომ რუსებსაც და უკრაინელებსაც მძიმე დანაკარგები აქვთ.
სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს პუტინს არაფერი აქვს რუსულ საზოგადოებას წარუდგინოს, არ არსებობს გამარჯვება, ამიტომ “ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლოს”.
Discussion about this post