აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ქალების სპორტში ტრანსგენდეგ მამაკაცებს მონაწილეობა ეკრძალებათ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„უკანასკნელ წლებში ბევრმა სასწავლო დაწესებულებამ და სპორტულმა ასოციაციამ მამაკაცებს ქალთა სპორტულ სახეობაში მონაწილეობის ნება დართო. ეს დამამცირებელი, უსამართლო და სახიფათოა ქალებისა და გოგონებისთვის, და მათ თანაბარ პირობებში ასპარეზობის და სპორტის სახეობებში წარმატების მიღწევის საშუალებას ართმევს.
ფედერალური სასამართლოს დადგენილების თანახმად, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ფუნდამენტური ბიოლოგიური განსხვავებები ყოველთვის ჩაგრავს სუსტი სქესის მქონე წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების პოლიტიკა მდგომარეობს იმაში რომ გააუქმოს ფედერალური ორგანოების მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამა, რომელიც სუსტი სქესის წარმოამდგენლებს სამართლიანი სპორტულ პირობებში მონაწილეობის უფლებას ართმევს” – წერია ტრამპის ბრძანებაში.
ტრამპმა აგრეთვე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს.
მოგვიანებით ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მომხრეებთან შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ამიერიდან ქალების სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის
Discussion about this post