ვროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
„უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გზაზე. კარები არის ღია, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე, რომ მან გადადგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკურად გაერთიანდეს მთელი ქვეყანა და აჩვენოს, რომ ამ მიმართულებით აქტიურობა სურთ. ვადებიც დამოკიდებულია საქართველოზე, რაც უფრო მალე შეიკვრებით მით უფრო მალე შეხვალთ ამ ღია კარში“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით,
„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები…
ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს – დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი…
რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Discussion about this post