უკრაინას შეუძლია გვერდი აუაროს MAP-ის პროცედურას და შეუერთდეს ნატოს, თუ იგი დააკმაყოფილებს ალიანსის მოთხოვნების უმეტესობას.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კრისტინა ქუინმა eurointegration.com.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება ფინეთის გაწევრიანების შესაძლებლობას MAP-ის გარეშე, წევრობის სამოქმედო გეგმა არასოდეს ყოფილა კანონიერი მოთხოვნა ნატოში გაწევრიანებისთვის და ამიტომ უკრაინასაც შეუძლია შეუერთდეს ალიანსს MAP-ის გარეშე. თუმცა, მე ამას არ დავარქმევ შემოკლებულ პროცედურას”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ქუინმა აღნიშნა, რომ MAP არის მექანიზმი, რომელიც წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს მიაღწიოს თავსებადობის მოთხოვნებს და თუ სახელმწიფო უკვე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მაშინ წევრობის სამოქმედო გეგმა ზედმეტი ხდება.
„ამიტომ, არც უკრაინამ და არც რომელიმე სხვა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმა და განახორციელოს იგი, თუ თქვენ ზოგადად აკმაყოფილებთ მოთხოვნების უმეტესობას“, – თქვა კრისტინა ქუინმა.
15 აპრილს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მან ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოში წევრობისთვის. ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე ნეიტრალური იყო, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას მჰოყვა.
ფინეთის შემდეგ კიდევ ერთმა ნეიტრალურმა სახელმწიფომ, შვედეთმა, გამოაცხადა ნატოში შესვლა.
სამწუხაროდ საქართველოს ჯერ არ მიეცა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. (MAP) 2002 წელს ქ. პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველომ პირველად გააჟღერა ნატოში გაწევრიანების სურვილი, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
2004 წელს საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა.
ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს
1994 წელს საქართველო ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას შეუერთდა. 1996 წლიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს PfP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.
Discussion about this post