უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრეს სამსახურზე დაყრდნობით უკრაინული გამომცემლობა delo.ua იტყობინება, უკრაინაში ომის დროს, რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 15 აპრილის მონაცემებით ოცი ათასიან ზღვარს გადსაცდა.
მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები:
სამხედრო პერსონალი – დაახლოებით 20000 ადამიანი; ტანკები – 756 ერთეული; ჯავშანტექნიკა – 1976 ერთეული; საარტილერიო სისტემები – 366 ერთეული; MLRS – 122 ერთეული; საჰაერო თავდაცვის სისტემები -6 6 ერთეული; თვითმფრინავი – 163 ერთეული; ვერტმფრენები – 144 ერთეული; საავტომობილო ტექნიკა – 1443 ერთეული; გემები / ნავები – 8 ერთეული; ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76 ერთეული; ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 135 ერთეული; სპეცტექნიკა – 25 ერთეული; OTRK გამშვები – 4 ერთეული.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება. დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.
როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინამ დაიწყო Clearview AI სახის ამოცნობის სისტემის გამოყენება, რომელიც შეიცავს 10 მილიარდ ფოტოს, საიდანაც 2 მილიარდი რუსული სოციალური ქსელის VKontakte-დანაა. სისტემა ეხმარება დაღუპულთა იდენტიფიცირებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
ვინაიდან რუსეთს არ სურს დაღუპული სამხედროების აყვანა და მათი ოჯახებში დაბრუნება, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება რუსეთის ფედერაციის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების (ნაშთების) შეგროვების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ. როგორც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები.
Discussion about this post