ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტს აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინაში “დამანგრეველი დანაკარგები” განიცადა საშუალო და უმცროსი დონის ოფიცრებს შორის. ბრიტანულ დაზვერვას მიაჩნია, რომ საოკუპაციო ჯარის ბრიგადების და ბატალიონების მეთაურები, სავარაუდოდ, იძულებულნი არიან გამოიჩინონ პირადი ინიციატივა და პირადად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში. ეს ქმედებები გამოწვევულია მათზე დაკისრებულ უკომპრომისო პასუხისმგებლობაზე ხელმძრვანელობის წინაშე საქკუთარი ქვედანაყოფების ქმედებებთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროშ თვლიან რომ ანალოგიურად, მოქმედებენ რუსული არმიის უმცროს ოფიცრებიც.
„პროფესიონალი ოფიცრების ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გაამწვავებს პრობლემებს ბრძანებისა და კონტროლის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით“, – პროგნოზირებს ლონდონი.
უფრო მეტიც, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ქვედანაყოფის გადარჩენილი ნაწილებიდან, აგროვებენ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTGr), თუმცა, „სავარაუდოდ ეს ჯგუფები ნაკლებად ეფექტური იქნება უმცროსი მეთაურების ნაკლებობის გამო“, დასძინა სამეფო დაზვერვამ.
ბრიტანელი ექსპერტები თვლიან, რომ გამოცდილი და სანდო ოცეულისა და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, ზნეობის დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას გამოიწვევს რუსულ ჯარებში. ამ დასკვნას ირიბად ადასტურებს ბოლო პერიოდში ხშირად გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ჯარისკაცები არ ემორჩილებიან მეთაურებს და ხშირია აჯანყების ფაქტები რუსულ ჯარში.
Discussion about this post