რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება, ზრდის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის ესკალაციის და პირდაპირი შეტაკების რისკს. საგარეო უწყების წარმომადგენელის განცხადებით, ამერიკის მთავრობის დახმარება უკრაინისადმი, განიხილება როგორც რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენების მცდელობა.
”ნებისმიერი იარაღის მიწოდება, ზრდის ასეთი განვითარების რისკებს”, – განუცხადა რიაბკოვმა სააგენტო RIA Novosti-ს, კომენტირებისას აშშ-ს გადაწყვეტილებაზე უკრაინას შორ მანძილზე HIMARS სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს.
რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატაებმა ხელი არ შეუშალა კონფლიქტის გაღრმავებას. ამერიკულმა მხარემ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გააკეთა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.
რუსი დიპლომატის განცახდებით, მანამდე ნატოს ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს უკრაინის კონფლიქტში უშუალო ჩარევის განზრახვა, რათა თავიდან აიცილონ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების სიტუაცია. თუმცა, ალიანსის ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის იარაღითა და ფინანსური დახმარების მიწოდებას.
Discussion about this post