ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ უკრაინას, რათა ქალაქები რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვან.
ამის შესახებ სტოტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება European Pravda.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
“მივესალმები ნატოს მოკავშირე ქვეყნებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მივესალმები გერმანიის ბოლო განცხადებას და გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას უკრაინას. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. საშინელი თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ. ქალაქები, დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურეს კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სერიოზული თავდასხმები ენერგოსისტემაზე ზამთრის წინა დღეს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სხვადასხვა ტიპის სისტემა თავისი ცის დასაცავად.
”ეს ყველაფერი მეტყველებს უკრაინისთვის დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემის საჭიროებაზე. მოკავშირეებმა უზრუნველყვეს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი. საჭიროა სხვადასხვა ტიპის თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური, მოკლე, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისგან დასაცავად. საჭიროა ფრთოსანი რაკეტების და დრონების წინააღმდეგ მოქმედი სხვადასხვა სისტემები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენმდივნის თქმით, უკრაინა დიდი ქვეყანაა და ქალაქები დიდი რაოდენობით არის, ამიტომ მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ შეძლოს მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.
Discussion about this post