“HIMARS უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ამ მძლავრი იარაღებისთვის”, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს დამპყრობლებს “ცხელ ზაფხულს”
შეგახსენებთ, რომ HIMARS-ის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები ამერიკის 700 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილია . თავდაპირველად დაგეგმილი იყო ოთხი სისტემის მიწოდება.
HIMARS არის მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის შეიქმნა. რაკეტა დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.
HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია
გავრცელდა ინფორმაცია, რომ MLRS-ს ეკისრება პოლიტიკური ვალდებულება, არ გამოიყენოს ეს იარაღი რუსეთში სამიზნეებზე. ამავდროულად, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ გამოყენების დიაპაზონს.
ოთხშაბათს, 22 ივნისს, მათ გამოაცხადეს უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების დასრულება.
Discussion about this post