„რუსული არმიის უმაღლესი სარდლობის ეს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ უკრაინელების მკვლელობებს მარიუპოლსა და კიევის რეგიონში“. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაასახელა ორი რუსი სამხედრო დამნაშავე, რომლებიც შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას ეკუთვნიან. იტყობინება უნიანი
როგორც თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აღნიშნეს, ეს ორი გენერალი მიზანმიმართულად ასრულებს პუტინის რეჟიმის ბრძანებებს უკრაინის განადგურების შესახებ. უკრაინული დაზვერვის ოფიცრების თქმით, ვალერი სოლოდჩუკი უშუალოდ მონაწილეობს უკრაინაში შეჭრის ოპერაციას.
“ის მეთაურობს 36-ე არმიის ქვედანაყოფებს. 2022 წლის თებერვლიდან აპრილამდე იგი ხელმძღვანელობდა სამხედრო შენაერთაბს დასავლეთიდან კიევის აღების ოპერაციის დროს. მონაწილეობდა კიევის ტერიტორიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
2014 წლის შემოდგომაზე – 2015 წლის გაზაფხულზე, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვალერი სოლოდჩუკი, ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-12 სარეზერვო კორპუსის ფორმირებას.
უკრაინული დაზვერვა სამხედრო დანაშაულში ბრალს დებს გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვსაც, რომელიც მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდა. რუს გენერალს უკრაინის მოვლენებამდე სირიის ომშო დიდ გამოცდილება აქვს მიღებული.
“ალექსანდრე დვორნიკოვი 2022 წლის 8 აპრილს დაინიშნა რუსეთის ჯარების მეთაურად. მანამდე იგი მეთაურობდა ჯარების ჯგუფს “სამხრეთი”. მას ექვემდებარება რუსეთის ეროვნული გვარდიის ძალები რომლებიც მონაწილეობენ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში“, – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოში.
დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკების თქმით, ოკუპანტი გენერლები ერთმანეთთან ზუსტ კოორდინაციას ვერ ახდენენ, რადგან მსგავს პირობებში ერთად მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ. ამიტომ აგრესორმა ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურს გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს დაავალა ჩაეტარებინა „ოპერაცია კოორდინაციის გასაუმჯობესებლად“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აცხადებს, რომ აშშ-ში თვლიან, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვი უფრო სასტიკი თავდასხმებს მოაწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გასროლა ცაში: ტრამპის ჯოჯოხეთურმა სანქციების მუქარამ პუტინზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა
დონალდ ტრამპი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება, იმ შემთხვავაში თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული და უკრაინაში ომი არ დასრულდება. ტრამპის მცდელობის...
Read more
Discussion about this post