დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.
“ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე”, – თიბისი დაზღვევა.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ
Discussion about this post