აშშ-ის კონგრესში „ქართველი ხალხის აქტს“, ინიციატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის გარდა – კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს, ამის შესახებ ჯინ შაჰინმა განაცხადა, იუწყება ნეტგაზეთი.
ახალ მხარდამჭერებს შორის როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები არიან. მხარდამჭერთა რიგშია სენატორი დენ სალივანიც, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] თავმჯდომარეა.
აქტის განხილვა ნოემბერში, სენატის მორიგი სესიის გახსნისას უნდა განახლდეს. ახალ მხარდამჭერთა შორის კი არიან:
მათი და შაჰინი-რიშის გარდა, საჯაროდ აქტს მხარი დაუჭირეს ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდზი გრემმა.
„ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.
Discussion about this post