ყურისა და სმენის პრობლემა ერთ-ერთი ხშირია ჯანმრთელობის საკითხებში. პრობლემათა დაახლოებით 60 %-ის აღმოჩენა შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ყურისა და სმენის მოვლის საკითხების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის რგოლში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნისკენ – ჯანდაცვის სერვისები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი 2030 წელს. სმენის მსოფლიო დღის მთავარი მესიჯიც სწორედ ესაა – ყურსა და სმენაზე ზრუნვა ყველასთვის.
ამ მნივნელოვან საკითზე, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბაზაზე სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ და საქართველოს ოტოლარინგოლოგთა და თავკისრის ქირურგთა საზოგდოების ორგანიზებით, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ყურსა და სმენაზე ზრუნვა ყველასთვის“.
საინვესტიციო ჰოლდინგის, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ფარგლებში დაარსებული ფონდი აი ია ყოველ წლიურად უერთდება სმენასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თარიღებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კოალიცია გლობალურად სმენის ჯანმრთელობისთვის მიერ არის ინიცირებული. სმენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა, რათა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა სმენაზე ზრუნვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. „ფონდი აი ია სმენის დაზიანების მქონე ბავშვებზე 2016 წლიდან ზრუნავს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მისთვის საჭირო სერვისებზე ხელი მიუწვდებოდეს და იღებდეს ხარისხიან მომსახურებას” – განაცხადა ფონდის აი ია დირექტორმა ნანა გოთუამ.
Discussion about this post