ჩეხეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია პლატფორმა X-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე, წერს ბლიკა
„დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს. მიზეზი მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა საქართველოში გასული წლის აქციების სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ არ გვსურს, [ვიხილოთ] ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – დაწერა ლიპავსკიმ.
ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულები არიან:
- ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ – შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი;
- მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილის მოადგილე.
Discussion about this post