მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის შესახებ კითხვაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა თქვა, რომ „არავის სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება“ ამის შესახებ იტყობინება Huanqiu.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და იქნება თავშეკავებული. არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას, რაც შეიძლება მალე მიაღწევს მშვიდობიან შეთანხმებას და არ აიძულებს ევროპას და მსოფლიოს გადაიხადოს მძიმე ფასი.
ჩინელი ოფიციალური პირის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს დიალოგი და მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება და გახანგრძლივება.
„ამავდროულად, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ კვლავ რატომ არის ევროპა გეოპოლიტიკური კონფლიქტების მორევში, როგორ ავაშენოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და როგორ გავაძლიეროთ ის“- დასძინა ვენბინმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთიის მხრიდან გამოცხადებული უპრეცედნეტო სანქციების ფონზე რუსეთი ჩინეთს განიხილავდა როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ევრო-ატლანტიკური ალიანსიში შემავალი ქვეყნები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნე ჩინეთის პოზიციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.
გასროლა ცაში: ტრამპის ჯოჯოხეთურმა სანქციების მუქარამ პუტინზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა
დონალდ ტრამპი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება, იმ შემთხვავაში თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული და უკრაინაში ომი არ დასრულდება. ტრამპის მცდელობის...
Read more
Discussion about this post