RelatedPosts
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის დირექტორის უილიამ ბერნსი ამ ეტაპზე ვერ ხედავს მოსკოვის მოლაპარაკების მზაობის ნიშანს. ამერიკულ ტელ ეარხ CBS-თან საუბარში CIA-ს დირექტორმა განაცხადა, “ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, რომ ის გააგრძელებს უკრაინელების განადგურებას, რომ ის შეძლებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოფიტვას და ადრე თუ გვიან დასავლეთი დაიღლება.”
„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პუტინს სჯერა, ჩვენ ამერიკელები მიდრეკილნი ვართ ყურადღების დეფიციტისკენ. ადრე თუ გვიან, ყურადღებას სხვა პრობლემაზე გადავიტანთ. პუტინი დღეს თვლის, რომ დიახ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ვერ შეძლებს გამარჯვებას, მაგრამ ამავე დროს მას წაგებაც არ შეუძლია. ეს არის მისი რწმენა. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ უკან დასახევი გზა იპოვოს, ან რაიმე ისეთი გამოსავალი ეძებოს, რომელიც ყველას წაადგებოდა. ამის ნაცვლად პუტინმა ორმაგი ფსონი დადო. რაც ნებისმიერი ობიექტური საზომით თუ ვიმსელებთ სტრატეგიული მარცხია რუსეთისთვის“, – განმარტა CIA-ს დირექტორმა.
CBS-ის წამყვანის კითხვაზე, ესმის თუ არა პუტინს, რომ ის ხორცსაკეპ მანქანაში აგდებს თავის ახალგაზრდა ჯარისკაცებს და რამხელა მსხვერპლი უნდა ნახოს რუსეთმა, რათა პუტინმა შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება, უილიამ ბერნსმა უპასუხა, რომ პუტინი სულაც არ არის სენტიმენტალური იმ ადამიანთა მსხვერპლთან და უზარმაზარ ზარალთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ქვეყანა განიცდის ამ ომის დროს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ”საომარი მოქმედებების შეფასებების დროს პუტინს ძველებურად ქედმაღლული დამოკიდებულება აქვს. ამ ამპარტავნების გასაქრობად ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება 2023 წლი გაკეთდეს, ეს არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ყველა სახის მატერიალური და სადაზვერო ინფორმაციით მხარდაჭერა ჩვენი რათა მათ აღადგინონ იმპულსი ბრძოლის ველზე”.
ულიამ ბერნსმა განაცხადა, რომ როგორც ყოფილ დიპლომატს, სურს მოლაპარაკების შესაძლებლობების ნახვა.
„არ მგონია, რომ დღეს რუსები მოლაპარაკებებს სერიოზულად უყურებენ. ჩემი აზრით, მხოლოდ ბრძოლის ველზე მიხწეულ პროგრესს შეუძლია მომავალში გააუმჯობესოს მოლაპარაკებების პერსპექტივები“, – განაცხადა ბერნსმა. მისი თქმით, აშშ-ს მთავრობის ამოცანაა აღმოუჩინოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა უკრაინას, რათა მათ გაიმყარონ პოზიციები ბრძოლის ველზე და საბოლო ჯამში მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მომენტში შეიძლება მიხვდეს პუტინი, რომელიც ამ ეტაპზე ოკუპირებული ქვეყნის 18%-ს აკონტროლებს, რომ ვერ დაამარცხებს უკრაინას? CIA-ს დირექტორმ უპასუხა, რომ ”ვლადიმერ პუტინი ახლა ზედმეტად დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, გამოფიტოს უკრაინა, გაანადგუროს იგი და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულ სიტუაციაშ პუტინს სწორედ ამის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი.”
ბერნსის თქმით, რაღაც მომენტში პუტინს მოუწევს თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რომელიც გამოწვეული იქნება საზოგადოების მხრიდან მზარდი ზეწოლით და ომის გამო სულ უფრო მეტად გზარდილი ხარჯებით.
“მობილიზირებული ახალგაზრდა ჯარისკაცები სახლში კუბოებში ბრუნდებიან. ბევრი წვევამდელი, რომელებსაც ფრონტზე საცეცხლე ხორცად იყენებენ დაღესტნიდან, ბურიატიიდან და რუსეთის სხვა უღარიბესი რეგიონებიდან რიან. ამას ემეტება რუსეთისთვის მიყენებული დიდი ეკონომიკური და რეპუტაციიული ზიანი. ის, რაც ახლა ხდება, არ არის კარგი რეკლამა რუსული იარაღის გაყიდვისთვის. ასე რომ, დროთა განმავლობაში, ყველა ეს პრობლემა ერთმანეთს დაემატება. მაგრამ დღეს, მართალი, რომ გითხრათ, პუტინი საკმაოდ მყარია საკუთარ გადაწყვეტილებებში.”- განაცხადა CBS-თან საუბარში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა.
უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის დამოკიდებულების კომენტირებისას, CIA-ს დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ჯინპინგი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ომის მიმდინარეობას და მისი აზრით, ჩინეთის ლიდერი ბევრ რამეზეა შეშფოთებული და ბევრმა რამემ აუხილა მას თვალი.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღი მიაწოდებას განიხილავს ბერნსმა განაცხადა, რომ CIA ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
„ვფიქრობ, ჩინეთი ამ საკითხს ძალიან ფრთხილად აფასებს. რა თქმა უნდა, ნათლად აუხენით ჩინურ მხარეს შესაძლო შედეგების შესახებ. ჩინეთის ამგვარი გადაწყვეტილება სერიუზულ ზიანს მოუტანს ამერიკისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებს შორის არსებულ ურთიერთობებს“.
უილიამ ბერნსი ამერიკულ ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს. “მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ”.
Discussion about this post