საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაცნობებთ რომ საქართველოს ცნობილი ფრანგი ქოროეოგრაფი ოლივიე პატე ეწვია.
ფლანდრიის სამეფო ბალეტის ოსტატი და ლიეჟის მოსას ბალეტის სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ოლივიე პატე კლასიკური ცეკვის მასტერკლასებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2023 წლის 14, 15, 17, 18 და 19 ნოემბერს ჩაატარებს. ის ასევე, აქტიურად ჩაერთვება იმავე თარიღებში დაგეგმილი სპექტაკლის “ბაიადერა” რეპეტიციებში.
პარიზის ეროვნული ოპერის საბალეტო სკოლის შემდეგ, ოლივიე პატემ სწავლა ლონდონის სამეფო ბალეტის სკოლაში გააგრძელა. თექვსმეტი წლის ასაკში პარიზის ოპერისა ბალეტის თეატრს შეუერთდა და მას მალევე მიენიჭა წამყვანი როლები. მისი კარიერა დაკავშირებულია ისეთ დიდ ვარსკვლავებთან როგორებიცაა ჯორჯ ბალანჩინი, ჯერომ რობინსი და როლანდ პეტი. 1983 წელს ოლივიე პატე რუდოლფ ნურეევმა « კოპელიაში » ფრანცის როლისთვის შეარჩია. 2000 წელს იგი გახდა სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და მთავარი ბალეტმაისტერი ბრაუნშვაიგის თეატრში, ხოლო 2013 წელს ფლანდრიის სამეფო ბალეტის ოსტატის ტიტული მიენიჭა.
კარიერის განმავლობაში ოლივიე პატემ ერთ სცენაზე იმუშავა ისეთ გამორჩეულ ოსტატებთან ერთად როგორებიც არიან: რუდოლფ ნურეევი, მიხაილ ბარიშნიკოვი, ვლადიმერ ვასილიევი, ეკატერინა მაქსიმოვა, ნატალია ბესმერტნოვა და ნინო ანანიაშვილი. სწორედ ამ უკანასკნელის მოწვევით ის უკვე მეორედ ჩაატარებს მასტერკლასებს თბილისში.
ოლივიე პატე 1995 წლიდან არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.
Discussion about this post