ამერიკელმა ხანდაზმულებმა, მათ შორის იმათ, ვინც გასული წლის შემოდგომას, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, განმეორებით უნდა გაიარონ ვაქცინაცია. ამის შესახებ აშშ-ს ჯანდაცვის სამსახურმა ოთხშაბათს განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 65 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა უნდა გაიკეთონ განახლებული ვაქცინა, რომელიც სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, ბოლო და ახალ ვაქცინაციას შორის მინიმუმ 4 თვე გასული უნდა იყოს.
მიმდინარე ზამთრის სეზონში, კოვიდით ჰოსპიტალიზებულთა შორის, უმეტესად 65 წელს გადაცილებულები იყვნენ, განაცხადა ცენტრის დირექტორმა დოქტორმა მენდი კოენმა.
მანამდ, საბჭოში იყო ხანძლივი განხილვა ახალი ვაქცინაციის საჭიროება და აუცილებლობაზე.
აშშ-ში, ყოველკვირეულად, დაახლოებით 20 000 ჰოსპიტალიზაციიდან 2000 ადამიანი კვდება.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, განმეორებითი ვაქცინაცია მოკლე დროში არაა საჭირო, რადგან ის 6 თვის განმავლობაში არ კარგავს ფუნქციას, თუმცა კვლევების თანახმად ვაქცინის ეფექტურობა სუსტდება დროთა განმავლობაში.
ვირუსი კვლავ საშიშია
COVID-19 კვლავ საშიშია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და მძიმე დაავადების მატარებლებისთვის. აშშ-ში, ყოველკვირეულად, დაახლოებით 20 000 ჰოსპიტალიზაციიდან 2000 ადამიანი კვდება.
ვაქცინაციის დონე დაეცა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, განმეორებითი ვაქცინაციის ვადა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, უნდა შემცირდეს 6-დან 2 თვემდე. ანუ განახლებული ვაქცინა უნდა გაკეთდეს, წინა ვაქცინაციიდან 2 თვის გასვლის შემდგომ.
ამერიკელთა უმეტესობა ამ რეკომენდაციას არ უსმენს. ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში ბავრშვების მხოლოდ 13% და ზრდასრულების 22% აიცრა განმეორებით.
ხანდაზმულტა შორის ეს მაჩვენებელი არის – 44%.
ადამიანები დაიღალნენ აცრებით, აცხადებს კოვიდის ექსპერტი, Case Western Reserve University დირექტორი, დოქტორი დევიდ კანადეი,
უმეტესად, ადამიანებს აღელვებთ ის, რომ ახხალი ვაქცინაც შესაძლოა არ იყოს ხანგძლივი და ეფექტური. თუმცა, ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინირებულთა მხოლოდ 50% ავადდება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტისას.
Discussion about this post