აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩსა და საელჩოზე თავდასხმა, დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია რომელიც მიმართულია ვროპის წინააღმდეგ. სახელმწოფო მდივნის მოადგილემ მედიასთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობის მნიშვნელობას.
“[მისი] ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდი, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
აშშ- ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს ვაშინგტონის გზავნილს გააცნობს ელჩის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
“ყველა ამ შეხვედრის განმავლობაში მე მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი – ძლიერი მხარდაჭერა ვაშინგტონის მხრიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებენ საქართველოში იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები”, – თქვა მან.
ბონი დენის ჯენკინსი, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ცნობილია ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის უკან, ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს გამოეყო ოთხი დეპუტატი რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები და უშუალოდ საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევაში დაადანაშაულეს.
Discussion about this post