ღონისძიება პრესისა და მედიისთვის გაიმართა, მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ. კანის მოვლის იტალიური ვეგანური ბრენდის პრეზენტაცია, გარდენიას ულამაზესი ბაღიდან დაიწყო, სადაც სტუმრები იტალიური მუსიკისა და ღვინის თანხლებით ბრენდის ულამაზეს ბანერთან ფოტოებს იღებდნენ, ასევე, აირჩიეს გათამაშების ბილეთები და საღამოს ბოლოს, საჩუქრებისთვისაც მოემზადნენ. სასიამოვნო დასაწყისი, ზურა შევარდნაძის არაჩვეულებრივი მასტერკლასით გაგრძელდა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, თაიგულის სხვადასხვა ყვავილებით აწყობის ხელოვნება ეხილათ. ბევრი ღიმილისა და სასარგებლო ინფორმაციის შემდეგ სტუმრებმა იტალიური მოტივებით შექმნილ ფურშეტთან გადაინაცვლეს.
მალე L’erbolario-ს პრეზენტაციის დროც დადგა და სტუმრებმა ულამაზეს ბაღში, მცენარეებითა და ვეგანური მოტივებით შთაგონებული ბრენდის ისტორიაც მოისმინეს, რომელიც ისი პარის კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა წარადგინა.
ისტორია
L’Erbolario, 1978 წელს ქალაქ ლოდიში, ენთუზიაზმით სავსე წყვილის მიერ დაარსდა. ფრანკო ბერგამასკი და დანიელა ვილა, ჰერბალისტები გახლდნენ და სწორედ მცენარეების სიყვარულით შექმნეს კანის მოვლის ვეგანური ბრენდი.
მცენარეების პატარა სახელოსნოში დაწყებული ბრენდი L’erbolario, წლების მანძილზე ნელ-ნელა გაიზარდა და დღესდღეობით იტალიის ფიტო-კოსმეტიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ისე, რომ არასდროს დაუკარგავს თავდაპირველი იდეა, ყოფილიყო – „100%- ით იტალიური“. 45 წელია L’erbolario, გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში ამზადებს ვეგანურ პროდუქტებს, მათი ბაღებისა და ლაბორატორიების დათვალიერება შესაძლებელია ქალაქ ლოდიში.
ამ ეტაპზე ბრენდის პორტფოლიოში 600-მდე სახის, ტანის და თმის მოვლის პროდუქტებია თავმოყრილი.
ბრენდის ფილოსოფია რატომ L’Erbolario?
ბრენდის ფიტო-კოსმეტიკა, იტალიის ქალაქ ლოდიში არსებული ბუნებრივი პარკის Adda Sud-ის მცენარეებით იწარმოება. Good Manufacturing Practices GMP-ის მითითებების შესაბამისად.
L’erbolario-ს პროდუქტები ძირითადად ორგანული მცენარეული ინგრედიენტებით მზადდება, როგორიცაა: ზეთები, ექსტრაქტები, მცენარეული კარაქი და ცვილები. ბრენდის კვლევისა და განვითარების ლაბორატორია, ეფექტური, უსაფრთხო და ინოვაციური ფორმულების შემუშავებაზეა ორიენტირებული, რათა ყოველწლიურად 40-მდე ახალი პროდუქტი შექმნას.
სოციალური პასუხისმგებლობა
L’erbolario მუდმივად დებდა ინვესტიციას სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთულ პროექტებში. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს: წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ: იტალიურ წითელ ჯვარს, როდესაც 2017 წელს ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრა მოხდა და 2020 წლის პანდემიის დროს – სურსათის ბანკს, ვირუსთან მებრძოლი ადამიანების მხარდასაჭერად; FAI – Fondo per l’Ambiente Italiano (იტალიის ფონდი გარემოს დაცვისთვის) იტალიის ისტორიული, მხატვრული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ღირებულების აღიარებისთვის.
ბრენდი თავიდანვე იბრძოდა LAV-თან (Lega Anti Vivisezione – Anti-Vivisection Society), რათა 2004 წელს მიეღოთ ცხოველებზე მზა კოსმეტიკური პროდუქტების ტესტირების აკრძალვის უფლება. 2006 წლიდან იცავენ „ცხოველთა ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის სტანდარტს“: ყველა პროდუქტი დაცულია LAV-ის (Anti-Vivisection Society) მიერ.
ბიო-დეგრადირებადი შეფუთვა
L’erbolario-ს შეფუთვისთვის გამოყენებულია: განახლებადი წყაროებიდან მიღებული მასალები, როგორიცაა GREEN PE და შაქრის ლერწმისგან მიღებული GREEN PET, მეორადი მოხმარების პლასტმასი, რეციკლირებული წყლის ბოთლები(R- PET) და OWP (Ocean Waste Plastic®), რის წყალობითაც ბრენდი ოკეანეებიდან და მდინარეებიდან პლასტმასის ამოღებაში იღებს მონაწილეობას. იყენებენ მხოლოდ FSC® სერტიფიცირებულ ქაღალდს, ტყის რესურსების პასუხისმგებლობით მართვის მხარდასაჭერად.
L’erbolario-ს საკუთარ პროდუქტებში არასდროს გამოუყენებია მიკრო-პლასტიკატები, მათი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ჯანმრთელობა იყო, ამიტომაც მხოლოდ მცენარეულ მასალებს იყენებენ, მაგალითად: წვრილად დაჭრილი თესლი და კერნელი ან ჟოჟობას ცვილის მიკროსფეროები. L’erbolario იტალიაში იყო პირველი ბრენდი, რომელმაც 2020 წელს მიკრო-პლასტიკატის კოსმეტიკასა და მოვლაში გამოყენების აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა.
გარემოს უსაფრთხოება
2002 წლიდან L’erbolario გარემოს მენეჯმენტის სისტემით აღჭურვას ირჩევს (სერთიფიკატი UNI EN ISO 14001), რომელიც გარემოს დაცვის და ენერგიის დაზოგვის ვალდებულებას იძლევა. ამიტომ,იყენებენ მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიას, რომელიც თვითწარმოებულია მათსავე 977 kWp ფოტო-ელექტრო პარკში. ამ არჩევანის საშუალებით, ყოველწლიურად თავიდან იცილებენ 500 000 კგ-ზე მეტი CO2-ის გამოყოფას, რაც 3500 ხის ექვივალენტის ტოლია!
L’erbolario 2005 წლიდან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სერტიფიცირებას ახორციელებს – მკაცრად ორგანულ – ICEA-სთან (Istituto per la Certificazione Etica Ambientale, ინსტიტუტი ეთიკური გარემოსდაცვითი სერტიფიკაციისთვის). იყენებენ მხოლოდ ბუნებრივ სასუქებსა და სამკურნალო საშუალებებს. აკრძალული აქვთ ყოველგვარი პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სინთეზური სასუქების მოხმარება.
ადგილობრივად შექმნილი ექსტრაქტები
L’erbolario-ს ექსტრაქტების კვლევისა და წარმოების ლაბორატორიაში, დაახლოებით 300-მდე მცენარეული ექსტრაქტი მზადდება, რაც მათ პროდუქციას უნიკალურობას და ექსკლუზიურობას ანიჭებს, ვინაიდან მხოლოდ ორგანულად სრულყოფილ მცენარეებს იყენებენ.
L’erbolario-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის ტოლერანტობა და ეფექტურობა დამტკიცებულია მკაცრი კლინიკური ტესტებით, რომლებსაც პავიას უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინისა და სამედიცინო თერაპიის დეპარტამენტი ზედამხედველობს . ძირითადად დაკვირვება, 7 მძიმე მეტალის (ნიკელი, ქრომი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ანტიმონი) შემცველობაზე ხორციელდება, რათა ალერგიის რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ და დაიცვან ყველაზე მგრძნობიარე კანიც
Discussion about this post