ADVERTISEMENT
  • მთავარი
ორშაბათი, ივნისი 23, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home ბიზნესი ბაზრები

2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების 70 პროცენტისთვის შემცირდა

The FINANCIAL by The FINANCIAL
ივნისი 11, 2025
in ბაზრები, ეკონომიკა
Reading Time: 1 min read
10
A A
0
2008 წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ყველაზე სუსტი ზრდაა მოსალოდნელი 

Screenshot

Share on FacebookShare on Twitter

ვაშინგტონი, 10 ივნისი, 2025 — გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური რეცესიების პირდაპირი გავლენის მიღმა, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა და პოლიტიკის გაურკვევლობა, მსოფლიოში ეკონომიკურ ზრდას წელს, სავარაუდოდ, 2008 წლის შემდეგ უმცირეს მაჩვენებლამდე შეანელებს. აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ზრდის პროგნოზების შემცირება ქვეყნების თითქმის 70 პროცენტისთვის – ყველა რეგიონის და შემოსავლის ჯგუფების მასშტაბით. 

გლობალური ზრდა 2025 წელს, სავარაუდოდ, 2.3 პროცენტით დაიკლებს, რაც ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია წლის დასაწყისში ნავარაუდებ მაჩვენებელთან შედარებით. გლობალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის. თუმცა, შემდეგი ორი წლის პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2020-იანი წლების პირველ შვიდ წელიწადში უმცირესი იქნება 1960-იანი წლების მომდევნო ნებისმიერ ათწლეულთან შედარებით. 

“აზიის რეგიონის გამოკლებით, განვითარებადი სამყარო განვითარებისგან თავისუფალ ზონად გარდაიქმნება,” – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა. მისივე თქმით: “ეკონომიკური ზრდა განვითარებად ქვეყნებში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კლებით გამოირჩეოდა, 2000-იან წლებში არსებული 6 პროცენტიდან 2010-იან წლებში 5 პროცენტამდე და 2020-იან წლებში კი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა. აღნიშნული მიჰყვება გლობალური ვაჭრობის ტრაექტორიას, რომლის ზრდაც 2000-იან წლებში არსებული საშუალო 5 პროცენტიდან დაახლოებით 4.5 პროცენტამდე დაეცა 2010-იან წლებში, ხოლო 2020-იან წლებში 3 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ასევე შენელდა ინვესტიციების ზრდაც, მაშინ როცა ვალმა რეკორდულ  ნიშნულებს მიაღწია.”

RelatedPosts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

წელს განვითარებადი ქვეყნების თითქმის 60 პროცენტისთვის მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება საშუალოდ 3.8 პროცენტამდე, სანამ ეს მაჩვენებელი 2026 და 2027 წლების განმავლობაში 3.9 პროცენტს მიაღწევს. აღნიშნული ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010-იანი წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა წელს, სავარაუდოდ, 5.3 პროცენტი იქნება, რაც 2025 წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული ერთეულით ნაკლებია. ტარიფების ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული შეზღუდულობა ასევე განაპირობებს აღმავალ ზეწოლას გლობალურ ინფლაციაზე, რომელიც 2025 წლისთვის პროგნოზირებული 2.9 პროცენტით ინარჩუნებს  პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეს. 

ეკონომიკური ზრდის შენელება შეაფერხებს განვითარებადი ქვეყნების წინსვლას სამუშაო ადგილების შექმნის, უკიდურესი სიღარიბის შემცირებისა და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ერთ სულზე შემოსავლების უთანასწორობის შემცირების მიმართულებით. განვითარებად ქვეყნებში ერთ სულზე შემოსავლების ზრდა, სავარაუდოდ, 2.9 პროცენტი იქნება 2025 წელს, რაც 1.1 პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2000 და 2019 წლებს შორის არსებულ საშუალო მაჩვენებელზე. თუ დავუშვებთ, რომ განვითარებადი ქვეყნები, ჩინეთის გარდა, შეძლებენ მშპ-ის 4 პროცენტიანი საერთო ზრდის შენარჩუნებას (რაც 2027 წლის პროგნოზია), მათ დაახლოებით ორი ათწლეული დასჭირდებათ ეკონომიკური წარმადობის  პანდემიამდელ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად. 

READ  თიბისი აგრობიზნესისთვის - შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში

გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლებელია მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდოს თუ გავლენიანი ქვეყნები შეძლებენ დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების შერბილებას, რაც შეამცირებს პოლიტიკის საერთო გაურკვევლობას და ფინანსურ მერყეობას. ანალიზი მიუთითებს, რომ თუ დღეს არსებული სავაჭრო დავები  ისეთი შეთანხმებით გადაწყდება, რომელიც  ტარიფების განახევრებას ითვალისწინებს მაისის მეორე ნახევარში არსებულ დონესთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნება 2025 და 2026 წლების განმავლობაში.

“ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ისარგებლეს სავაჭრო ინტეგრაციით, მაგრამ ახლა გლობალური სავაჭრო კონფლიქტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. რეაგირების ყველაზე გონივრული გზა ძალისხმევის გაორმაგებაა ახალ პარტნიორებთან ინტეგრაციის, ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების დაჩქარებისა და ფისკალური მდგრადობის ამაღლების მიმართულებით. სავაჭრო ბარიერების ზრდის და გაურკვევლობის მატების პირობებში, განახლებულ გლობალურ დიალოგსა და თანამშრომლობას  წინსვლის გაცილებით სტაბილური და ნაყოფიერი გზის დასახვა შეუძლია,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მზარდი სავაჭრო ბარიერების ფონზე, განვითარებადი ქვეყნები უნდა ცდილობდნენ გაცილებით ფართო ლიბერალიზაციას სტრატეგიული სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის დამყარებით სხვა ქვეყნებთან, და ვაჭრობის დივერსიფიკაციას, მათ შორის, რეგიონული ხელშეკრულებების მეშვეობით. სახელმწიფოების შეზღუდული რესურსების და განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, პოლიტიკის შემმუშავებლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ადგილობრივი შემოსავლების მობილიზაციაზე, ყველაზე მეტად მოწყვლადი შინამეურნეობებისთვის ფისკალური ხარჯვის პრიორიტეტულობის განსაზღვრასა და ფისკალური ჩარჩოს გაძლიერებაზე.

და ბოლოს, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ქვეყნებს სჭირდებათ ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და დასაქმების პროდუქტიულობის ხელშეწყობა დასაქმებულთა აუცილებელი უნარებით აღჭურვით და შრომის ბაზარზე ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც ეფექტიანად დააკავშირებს ფირმებსა და სამუშაოს მაძიებლებს. გლობალური თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხარდასაჭერად მრავალმხრივი ინტერვენციების, კონცესიური დაფინანსებისა და აქტიურ კონფლიქტებში ჩართული ქვეყნებისთვის საგანგებო დახმარების მეშვეობით. 

                                                             

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
Featured

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

by The FINANCIAL
ივნისი 21, 2025
0

საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი...

Read more
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

ივნისი 20, 2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

ივნისი 20, 2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

ივნისი 18, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

ივნისი 21, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

ივნისი 20, 2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

ივნისი 20, 2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

ივნისი 19, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

ივნისი 19, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

    თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

    ივნისი 21, 2025
    თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

    თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

    ივნისი 20, 2025
    Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

    Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

    ივნისი 20, 2025
    თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

    თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

    ივნისი 19, 2025
    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

    ივნისი 19, 2025
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

    ივნისი 18, 2025
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    ივნისი 17, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.