შაბათს, 30 მარტს, სკუტ სკუტის ორგანიზებით ორბორბლიანი ტრანსპორტის ქალი მძღოლების საერთო მსვლელობა მოეწყობა. 13:00 საათზე სკუტ სკუტის შოურუმთან, გ.ჩუბინაშვილის 63 ნომერში, შეიკრიბებიან ის გოგონები/ქალები, რომლებიც სკუტერს ან მოტოს მართავენ და ერთად გაივლიან წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს ქალაქში.
ქალების მხარდაჭერა სკუტ სკუტისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ტრანსპორტის (და განსაკუთრებით ორბორბლიანი ტრანსპორტის) მძღოლებად ქალები ნაკლებად გვევლინებიან. შეკრებისა და საერთო მსვლელობის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ქალებს შეუძლიათ, უყვართ და გამოსდით ორბორბლიანი ტრანსპორტის მართვა. ასევე, მსვლელობა ხელს შეუწყობს ქალ მძღოლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ერთიანობის განცდას. შეკრებაზე დაგხვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობაც.
დრო: 30 მარტი, 13:00-14:00 საათი
მისამართი: სკუტ სკუტის შოურუმი, გ.ჩუბინაშვილის #63
მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ და მხოლოდ შენი პირადი ორბორბლიანი ტრანსპორტი გჭირდება!
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.
Discussion about this post