ADVERTISEMENT
  • მთავარი
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home News

Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

The FINANCIAL by The FINANCIAL
ივნისი 28, 2025
in News, ადამიანები, უკრაინა
Reading Time: 1 min read
9
A A
0
Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

Screenshot

Share on FacebookShare on Twitter
„ვერასდროს წარმოვიდგენდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს კვალი…“ — ამბობს ენდრიუ იერინგი, ბრიტანული The Daily Mail-ის უფროსი რეპორტიორი.

ის ერთ-ერთი თანაავტორია საგამოძიებო სტატიისა, რომლის ეპიცენტრშიც ბრიტანული დაზვერვის ახალი უფროსი, ბლეიზ მეტრეველი და მისი დაუჯერებელი ოჯახური ისტორია აღმოჩნდა.

ენდრიუ იერინგი: “ეს ამბავი ამით არ მთავრდება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მოდი, ასე ვთქვათ – ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის…”

იერინგი რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან საუბარში დეტალურად ჰყვება, როგორ გავიდა მისი გუნდი მეტრეველის ქართული გვარიდან ნაცისტ კოლაბორაციონისტ ბაბუამდე, რას ფიქრობენ MI6-ში და რატომ სჯობდა, რომ ეს ამბავი ჯერ ბრიტანულ მედიაში მოხვედრილიყო — ვიდრე პირდაპირ კრემლის პროპაგანდას ჩავარდნოდა ხელში.

რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, რამ გიბიძგათ, რა იყო ის მიზეზი, რამაც ამ ისტორიის გამოკვლევა გაფიქრებინათ? მით უმეტეს, როცა, როგორც თავადვე სწორად აღნიშნავთ სტატიაში, MI6-მა ტრადიციულად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბლეიზ მეტრეველის ცხოვრება მაქსიმალურად დაფარულიყო და დეტალები ნაკლებად გასაჯაროებულიყო?

ენდრიუ იერინგი: სიმართლე გითხრათ, მაშინ შვებულებაში ვიყავი. სიცილიაში სანაპიროზე ვიწექი და ვცდილობდი, ცოლისთვის მიცემული პირობა ამესრულებინა – ერთხელ მაინც, ერთი კვირით დამევიწყებინა სამსახური.

RelatedPosts

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

მაგრამ, როცა ვნახე ახალი ამბავი, რომ MI6-ის ახალი უფროსი გვყავს, თანაც ისტორიაში პირველად – ქალი, და გვარად კი მეტრეველია, რომელიც, როგორც ჩემმა ქართველმა ცოლმა დაუყოვნებლივ მაცნობა – ქართული გვარი იყო, შვებულებამ თავდაპირველი მიმზიდველობა ცოტათი დაკარგა. საქართველო უკიდურესად საინტერესო, მრავალმხრივი ქვეყანაა და ჩავთვალე, რომ თუ ქალბატონ მეტრეველის წინაპრებიც ისეთივე შთამბეჭდავები იყვნენ, როგორიც თავად ბლეიზია, მაშინ აუცილებლად იარსებებდა საინტერესო, მოსაყოლი ამბები იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და მერე როგორ მოხვდნენ ბრიტანეთში. მალევე დავუკავშირდი ჩემს ქართველ კოლეგას თბილისში, ვისთანაც წლების განმავლობაში არაერთ თემაზე მიმუშავია და თავდაპირველი გეგმები დავაწყვეთ. ცოლმაც, ამაყმა, არისტოკრატმა ქართველმა ქალმა, ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო და დიდსულოვნად დამრთო ნება – კარგი, ჰო, იმუშავეო. ასე დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს კვალი…

რადიო თავისუფლება: რომ განვავრცოთ – მოგვიყევით, როგორ განვითარდა თვითონ გამოძიების პროცესი: მეტრეველის გვარიდან როგორ დაადექით საბოლოოდ კონსტანტინ დობროვოლსკის კვალს?

ენდრიუ იერინგი: ყოველთვის იწყებ გენეალოგიური ხის აგებით – საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით: დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობები, გაზეთების ამონაწერები და სოციალური ქსელები. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ინტერნეტში ქალბატონ მეტრეველზე თითქმის არაფერი იძებნებოდა. ცოტაოდენი ინფორმაცია ვიპოვეთ მამაზე – კონსტანტინ მეტრეველზე, რომელიც თავის მხრივ, ძალიან შთამბეჭდავი ადამიანია – ცნობილი რადიოლოგი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჰონგ-კონგში გაატარა. პირველი მნიშვნელოვანი ძაფი იყო 1966 წლის ამონაწერი „London Gazette“-იდან, რომელიც ბრიტანეთის ოფიციალური ჟურნალია. იქ ეწერა, რომ ქალბატონ მეტრეველის მამას სინამდვილეში კონსტანტინ დობროვოლსკი ერქვა და ჰქონდა მეორე იდენტობაც: „იცნობენ, როგორც კონსტანტინ მეტრეველს“. მივედი ეროვნულ არქივში, სადაც ინახებოდა მისი ნატურალიზაციის მოწმობა, სადაც ეწერა როგორც კონსტანტინის დაბადების თარიღი და ადგილი, ასევე მშობლების სახელები. ამ ეტაპისთვის ვმუშაობდით ჰიპოთეზაზე, რომელიც მყარდებოდა უკრაინულ არქივებში დაცული ცნობებით დობროვოლსკების რამდენიმე ოჯახზე. ამ ვერსიით, ქალბატონ მეტრეველის ბებია და ბაბუა იყვნენ უკრაინელი წყვილი, რომლებიც ე.წ. ოსტარბაიტერები იყვნენ – ნაცისტების მიერ იძულებით გადასახლებულები, ბერლინთან რკინიგზაზე მუშაობდნენ იძულებით. მაგრამ ნატურალიზაციის მოწმობამ გვაჩვენა, რომ არასწორი დობროვოლსკის ოჯახს მივყვებოდით. კონსულტაციები გვქონდა ისტორიკოსებთან – როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში – და ნელ-ნელა, გამორიცხვის მეთოდით, მივედით „ნამდვილ“ კონსტანტინ დობროვოლსკიმდე, ცნობილ ნაცისტ კოლაბორაციონისტამდე სნოვსკში. სწორედ აქ, დიდებულმა ქართველმა ისტორიკოსებმა – ბექა კობახიძემ და გიორგი ასტამაძემ – კვანძის გახსნაში კოლოსალური როლი ითამაშეს: სწორედ მათ აღმოაჩინეს გერმანიის არქივებში რამდენიმეტომიანი მასალა კონსტანტინ დობროვოლსკიზე, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელი წასაკითხი აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე სკეპტიკური ეჭვებიც კი გააქარწყლა, რადგან მასალების უმეტესობა ავტობიოგრაფიული შინაარსის იყო.

READ  თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე უნდა ჩაგძიებოდით – რამდენად უეჭველია თქვენი მტკიცება? და რა რეაქცია ჰქონდა MI6-ს – უარყო, აღიარა თუ კომენტარი არ გააკეთა?

ენდრიუ იერინგი: ასეთ სენსიტიურ ამბავს არასოდეს გამოვაქვეყნებდით, აბსოლუტურად დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით, რომ სიმართლეს ვწერდით. რამდენიმე, სხვადასხვა გზით დავადგინეთ ბაბუის ვინაობა და უამრავმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა ყველაფერი. და როცა ჩვენ საბოლოდ დავრწმუნდით, MI6-ს მაქსიმალურად დიდი დრო დავუთმეთ პასუხისთვის. და სანამ მათ პასუხს ველოდებოდით, თვითონაც თითქმის მთელი კვირა ვცდილობდით, საკუთარ გამოძიებაში შეცდომა, ან სუსტი წერტილი გვეპოვა – ვქექავდით პოლონურ არქივებს ბრიტანეთში, ვიძიებდით დამატებით მასალებს უკრაინასა და გერმანიაში. მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ოფიციალური პასუხი, სადაც სრულიად სამართლიანად აღნიშნეს, – და ჩვენც ასე დავწერეთ სტატიაში, – რომ ქალბატონ ბლეიზს თავისი ბაბუა არც უნახავს და არც იცნობდა.

რადიო გამოძიება: სტატიას გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც, ვინც ჩათვალა, რომ ამ ამბით, პირველ რიგში რუსული პროპაგანდა ისარგებლებს. იმ ფონზე, რომ უკვე რუსულ და ბელარუსულ მედიაშიც აქტიურად „ატრიალებენ“ ამ ამბავს, როგორია თქვენი კონტრარგუმენტი?

ენდრიუ იერინგი: რა თქმა უნდა, ჩვენც გვაფიქრებდა ეს ამბავი. მაგრამ მალევე გახდა ნათელი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ამას მაინც გაიგებდა – ვიცით, რომ ისინიც მუშაობდნენ თავიანთ არქივებში, მით უმეტეს, როცა ბაბუა კარგადაა ცნობილი საბჭოთა ისტორიისთვის. დიდი ალბათობით, მათ ისტორიის ნაწილი მაინც უკვე იცოდნენ და უბრალოდ სწორი მომენტისთვის ინახავდნენ. ამიტომაც იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ეს ამბავი პირველად ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულიყო – ბოლომდე და სრულად. წარმოიდგინეთ, პუტინის ხალხი როგორ იზეიმებდა, თვითონ რომ „გაეხეთქათ“ ეს ამბავი? ან რამდენს დაამატებდნენ და დაამახინჯებდნენ? ახლა მათ ეს კოზირი აღარ აქვთ.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ბლეიზ მეტრეველის კარიერაზე?

ენდრიუ იერინგი: ვფიქრობ, ეს მას, ასე ვთქვათ, თავს აატკივებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს – ვსაუბრობთ ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოფიცერზე და ეჭვი არ მეპარება, რომ ამასაც გაუმკლავდება. ბრიტანეთი ამაყობს იმით, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ რეალური „M“ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ჯუდი დენჩმა ბონდის ფილმებში ეს როლი მოირგო. ყველა ამბობს, რომ ის ზუსტად ის ადამიანია, ვინც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება – სწორედ ამიტომ შეარჩიეს. ასე რომ, არა, არ ვფიქრობ, რომ ეს მის კარიერას დაამუხრუჭებს. ცხადია, რომ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ბაბუის ცოდვებზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. პირიქით – ეს შესანიშნავი ამბავია იმაზე, როგორ გაიქცა ნაცისტი კოლაბორაციონისტის ცოლი ქმრისგან ორთვიან ჩვილთან ერთად, როგორ გაიზარდა ის ბავშვი ბრიტანეთში და როგორ ჰყავს დღეს ამ ქვეყანას კადრი, რომელიც გახდა MI6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი მისი 116-წლიანი არსებობის ისტორიაში. ეს ექსტრაორდინარული ისტორიაა.

რადიო თავისუფლება: უნდა ველოდოთ კიდევ რამეს? განსაკუთრებით დავით მეტრეველზე?

ენდრიუ იერინგი: ოჰ, ეს ამბავი ამით არ მთავრდება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მოდი, ასე ვთქვათ – ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის…

Related Posts

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
Featured

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

by The FINANCIAL
ივლისი 9, 2025
0

ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა.  შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც...

Read more
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

ივლისი 8, 2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

ივლისი 7, 2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

ივლისი 7, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

ივლისი 9, 2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

ივლისი 8, 2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

ივლისი 7, 2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

ივლისი 7, 2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს

ივლისი 4, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

    07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

    ივლისი 4, 2025
    თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება 

    თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება 

    ივლისი 4, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.