18 სექტემბერს, ისი პარიმ კაფე ლიტერაში, Carolina Herrera-ს ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა.
დახურული ვახშამი, პრესისა და მედიისთვის გაიმართა. მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც ესწრებოდნენ. სუნამოს პრეზენტაცია, თანამედროვე ქალებით იყო შთაგონებული. მათი ყოველდღიური ცხოვრებით, სიძლიერით, თვითგამოხატვით და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით.
პრეზენტაცია ისი პარის ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლინა ქალდანმა გამართა. ძირითადი აქცენტი, ქალების ერთობაზე და ერთმანეთის გვერდში დგომაზე იყო, Carolina Herrera Good Girl Blush Elixir, სწორედ ქალების სიძლიერის და თანადგომის სიმბოლოა.
თავბრუდამხვევი სურნელი, მთელ ოთახში დატრიალდა და სტუმრებიც ერთგვარად მოიცვა. სურნელის გაცნობის შემდეგ, პრეზენტატორმა, ქალების მნიშვნელობაზე, შეხედულებებზე და მათ დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა, რომ განურჩევლად ყველა ქალი, იმსახურებს თავისუფლებას, ბედნიერებას და რეალიზებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გასაოცარი სურნელით შთაგონებული ვახშმის დროც დადგა და სტუმრებმა შეფ თეკუნა გაჩეჩილაძის კერძების დასაგემოვნებლად გადაინაცვლეს. თითოეული კერძი სუნამოს კონცეფციით იყო შთაგონებული და მის ხასიათს გამოხატავდა. როდესაც დესერტის დრო დადგა, თავად შეფიც ეწვია სტუმრებს და უგემრიელესი ვახშმის იდეაზე ესაუბრა.
Carolina Herrera -ს Good Girl Blush Elixir -ის სუნამოს შეძენა შესაძლებელია ისი პარის მაღაზიათა ქსელში.
Discussion about this post