2025 წელს, Google-ი და Amazon-ი საზოგადოების წინაშე მცირედით განახლებული იდენტობით წარდგნენ. ორივე რებრენდინგი, შესაძლოა, გარეგნულად ჩუმად და ელეგანტურად ჩანდეს, მაგრამ რეალურად, კომპანიის ახალი ლოგოების და იდენტობის სტრატეგიული და ესთეტიკური ცვლილებები თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს და კომპანიების გლობალურ ამბიციებს ასახავს, წერს bmg
Google-მა 2015 წელს წარმოდგენილი „G“ ლოგო პირველად სწორედ წელს განაახლა და ბრენდის ძირითადი ფერების მკაფიო ბლოკები გლუვი გრადიენტით ჩაანაცვლა. ამიერიდან, Google-ის ოთხი ფერი — წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ერთმანეთს შეუმჩნევლად ებმის.
კონკრეტულად რატომ განახლდა ლოგო მაინცდამაინც ახლა კომპანიას არ უთქვამს, მაგრამ ბევრის აზრით ეს Gemini-სთანაა დაკავშირებული, რომლის ლოგო ასევე ფერად გრადიენტს ეფუძნება. ეს თანხვედრა გვაუწყებს, რომ Google-ი ცდილობს, ვიზუალური ენა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი და უწყვეტი ევოლუციის სიმბოლოდ აქციოს.
Amazon-მა კი თავისი „ღიმილიანი“ ლოგო განაახლა — თუმცა ამჯერად საუბარია არა ვიზუალურ რევოლუციაზე, არამედ ემპათიურ და მეტად ადამიანურ მიდგომაზე. ახალი ლოგო, რომელიც Koto-სთან და Amazon XCM-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, უფრო თბილ ღიმილს შეიცავს, რომელიც გამოხატავს კომპანიის მისიას: შეამსუბუქოს მომხმარებელთა ცხოვრება.
ამასთან, განახლდა ლოგოს ფორმა — ის უფრო ბუნებრივი გახდა. აგრეთვე შეიცვალა Amazon-ის სტაფილოსფერი, რომელიც ინდივიდუალურად შერჩეული სტანდარტული ნარინჯისფრით შეიცვალა, ის კი კომპანიის ახალი ფერი გახდა. ფერთან ერთად, განახლდა კომპანიის შრიფტი.
Discussion about this post