ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა 4,24 მილიარდი დოლარის აქტივები ჩამოწერა რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. კომერსანტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს ეფუძნება, რომელიც 5 მაისს გამოქვეყნა კომპანიამ. ამასთან, წლის პირველ სამ თვეში შელის მოგებამ 9,1 მილიარდ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.
გამოქვეყნებული ანარიშის თანახმად, Shell-მა Nord Stream-2 პროექტში 1,126 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩამოწერა. ასევე Sakhalin-2 პროექტში მონაწილეობა უდიდესმა ნავთობ კომპანიამ 1,614 მილიარდი დოლარის ზარალი დაუჯდა. hell-ისთვის წამგებიანი აღმოჩნდა გაზპრომ ნეფტთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაც, ჯამური ზარალი 386 მილიონი დოლარია.
კომპანიის ზარალზე იმოქმედა Shell-ის გადაწყვეტილებამ რუსეთიდან გაზისა და ნავთობპროდუქტების ბითუმად შესყიდვების შეჩერებასთან დაკავშირებით. Shell-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის კომპანია სრულად შეაჩერებს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვებს და არ განაახლებს რუსეთიდან ენერგოპროდუქტების ექსპორტს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, Shell-ის მნენჯმენტმა რუსეთში საქმიანობის ეტაპობრივი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის ბითუმად შესყიდვები. რუსეთში ყველა ბენზინგასამართი სადგური დახურა. გამოვიდა ყველა ენერგეტიკული პროექტიდან, მათ შორის უარი თქვა Nord Stream 2-ში მონაწილეობაზე.
ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია...
Read more
Discussion about this post