როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, ბრიტანულმა მედიამერეგულირებემა ორგანომ, Ofcom-მმა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ს (რაშა თუდეი) დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე დიდი ბრიტანეთის სატელევიზო ქსელებმა RT ხელმისაწვდომი არხების ჩამონათვალიდან ამოღეს.
RT-ს ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურად“ შეაფასა.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის განცხადებით, მსაჯელობისას მხედველობაში მიიღეს გარემოება, რომ არხი რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან ფინანსდება, იმ მთავრობის რომელმაც, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
გაითვალისწინეს რუსეთში ამოქმედებული კანონი, რომელიც „ფაქტობრივად კრიმინალად მიიჩნევს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“. შესაბამისად, მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ RT ვერ დაიცავს მიუკერძოებლობას არსებულ ვითარებაში, რაც მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდა.
შესაბამისად, Ofcom-მის გადაწყვეტილება ძალაში შევა დაუყოვნებლივ.
„აზრის გამოხატვის თავისუფლება არის ის რასაც მონდომებით ვიცავთ ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი მარეგულირებელი პროცესის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ RT არ შეესაბამება დიდ ბრიტანეტში არსებულ სალიცენზიო პირობებს, შედეგად ჩვენ უარი ვუთხარით RT-ს დიდი ბრიტანეთში ლიცენზიის ფლობაზე“,- განაცხადა Ofcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მელანი დოისმა.
დიდმა ბრიტანეთმა 15 მარტს გააფართოვა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია და მასში შეიყვანა 350-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის, RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი.
Discussion about this post