18 დეკემბერს ისი პარიმ იაპონური ესთეტიკისა და სილამაზის გამომხატველი ბრენდის, Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტის Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate პრეზენტაცია გამართა.
იაპონური კულტურით შთაგონებული საღამო მედიის, პრესისა და ინფლუენსერებისთვის რესტორან ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. პრეზენტაცია მთლიანად ბრენდისა და პროდუქტის კონცეფციით იყო შთაგონებული, მიღება სასიამოვნო მუსიკით, კოქტეილებით და ბანერთან ფოტოსესიით დაიწყო.
ჯადოსნობით და იაპონური სულით გაჯერებული საღამო, ახალი ღამის შრატის პრეზენტაციით გაგრძელდა, რომელსაც ისი პარის პიარისა და კონტენტის მენეჯერი ლინა ქალდანი წარუძღვა.
ბრენდის ისტორიის მოსმენის შემდეგ, სტუმრებს სიურპრიზი ელოდათ, პროდუქტი სწორედ Shiseido-ს ტრეინინგ მენეჯერმა ამიერ კავკასიაში, მაია მოშიაშვილმა წარადგინა.
პროდუქტის გაცნობის შემდეგ, სახალისო გათამაშების დროც დადგა და ბრენდის შესახებ რამოდენიმე კითხვის გამოცნობის შემდეგ, 5 სტუმარს საჩუქრები გადაეცათ.
Shiseido LiftDefine Radiance Night Concentrate
“Shiseido LiftDefine Radiance Night Concentrate, ახალი შრატი, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა და გააძლიერა Vital Perfection-ის ხაზი და რომელთან ერთადაც ისურვებდა დაძინებას თითოეული ქალბატონი. პროდუქტი, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის კანის მოდუნებას ღამის პერიოდში და აქვს გრავიტაციის საწინააღმდეგო მოქმედება. Shiseido-ს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კანს გააჩნია ბუნებრივი ანტი-გრავიტაციული სისტემა, ერთგვარი „დინამიური ქამარი“(Dynamic Belt), რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კარგავს სიმკვრივეს და იწვევს კანის მოდუნებას. ეს აღმოჩენა 2020 წ. მსოფლიოს კოსმეტიკის საერთაშორისო კონგრესზე დაჯილდოვდა. Shiseido-ს ლაბორატორიაში შემუშავებული ახალი და ტექნოლოგია LiftDynamic 4D მიზანმიმართულად მუშაობს ანტიგ-რავიტაციული სისტემის გაძლიერებაზე.” – გაგვიზიარა ისი პარის პიარისა და კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა.
ახალი შრატი, გათვლილია ყველა ქალბატონისათვის, ვინც ეძებს კანის მოვლის პროდუქტს ლიფტინგისა და გამამკვრივებელი ეფექტით; ვისაც სურს მიიღოს თვალსაჩინო ეფექტი ელასტიური, გამკვრივებული კანი და მეტად გაამრავალფეროვნოს თავისი ღამის მოვლის რუტინა. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ახალი შრატი ხვეწავს ღაწვებს და ასწორებს ნიკაპის ხაზებს სულ რაღაც 2 კვირაში. პროდუქტის მოქმედების გაძლიერება ხდება სპეციალური ღამის გამამკვრივებელი მასაჟის მეშვეობით.
Discussion about this post