თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი – დაბრუნება“ პრემიერაზე.
წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება ექნებათ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ, დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე „1999“. სპექტაკლი 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის “Kluster 5” და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო – ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
სპექტაკლი 5,6 და 7 თებერვალს თეატრში „ჰარაკი“, ხოლო 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში გაიმართება.
მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები).
პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკი“-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს.
მსახიობები:
ანასტასია ჭანტურაია
ანანო მახარაძე
ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე
თემო რეხვიაშვილი
ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით.
28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%.
*ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისის ერთგულის ბარათებზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge
მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, მასტერქარდი, ლექსუსი და თბილისის მერია.
Discussion about this post