Prerss-Release by Italian Embassy in Georgia — #ItalianTaste2019, იტალიური სამზარეულოს მეოთხე მსოფლიო კვირეული (2019 წლის 18 – 24 ნოემბერი)
რა არის იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული?
თბილისში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული ბრუნდება! კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ იმართება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და ხმელთაშუა ზღვის დიეტის უცხოეთში პოპულარიზაციას და უკეთ წარმოაჩინოს იტალიური ნაწარმის (“Made in Italy”) განმასხვავებელი ნიშნები: ხარისხი, ეკოლოგიურობა, იდენტობა და კვების კულტურა.
წლევანდელი კვირეულის თემა და მიზანი
წლევანდელი კვირეულის თემაა: “ჯანსაღი კვებისა და გემოს კულტურა”.
სემინარები და კონფერენციები, დეგუსტაციები და წვეულებები, შეფ-მზარეულებთან შეხვედრები და კულინარიის შემსწავლელი კურსები, კონცერტები და გამოფენები – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული იტალიის 300 დიპლომატიური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება 1000-მდე ღონისძიება, რომელიც იტალიურ კულინარიულ ტრადიციებს, საუკეთესო აგრო-სასურსათო პროდუქციას, ჯანსაღი კვების კულტურასა და ხმელთაშუა ზღვის დიეტას მიეძღვნება.cucina banner 1
ჩვენი მენიუ
18 ნოემბერი, ორშაბათი
დავაკავშიროთ ერთმანეთს ხელოვნება და გემრიელი სამზარეულო
გამოფენა-კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები” დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მოიცავს დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენასა და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას. იტალიის საელჩო პატარა ხელოვანებს იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთას და ქუდს გადასცემს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი კი მათ იტალიური ენისა და დანტეს ხელოვნების სკოლის კურსებზე სწავლით დააჯილდოებს. კონკურსის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს სამახსოვრო სამაჯურს წარწერით “#ioamolitaliano”.
დაჯილდოების შემდეგ “ფაბრიკის” შთამბეჭდავ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება ვახშამი, რომელსაც მოამზადებენ პრესტიჟული კულინარიული აკადემიის “Campus Etoile Academy” წარმომადგენლები, შეფ-მზარეულები ფრანჩესკო ტრისკორნია და ემანუელე ჩივანო.
ღონისძიება იმართება საელჩოს ორგანიზებით, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან, ტუშას უნივერსიტეტთან, კულინარიულ აკადემია “Campus Etoile Academy”-სთან და “ფაბრიკასთან” თანამშრომლობით.
დასაწყისი: 19:00სთ
ადგილი: ფაბრიკა
19 ნოემბერი, სამშაბათი
ხმელთაშუა ზღვის დიეტა: გემოს და სიჯანსაღის ნიმუში
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიული აკადემიის სტუდენტებისა და მომავალი მზარეულებისთვის გაიმართება მასტერკლასი ხმელთაშუა ზღვის დიეტის უპირატესობებზე. მასტერკლასს გაუძღვებიან ტუშას უნივერსიტეტის პროფესორები ნიკოლო მერენდინო და ანჯელა ფატორეტი, “Campus Etoile Academy”-ს შეფ-მზარეულებთან ფრანჩესკო ტრისკორნიასა და ემანუელე ჩივანოსთან ერთად.
მასტერკლასის განმავლობაში ჩატარდება ლაციოს ტრადიციული პროდუქტების გამოყენებით მომზადებული ხმელთაშუა ზღვის რაციონის კერძებისა და ასევე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ქართული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
ღონისძიება იმართება საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, ტუშას უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიასთან “Campus Etoile Academy” თანამშრომლობით.
დასაწყისი: 18:00სთ
ადგილი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
22 ნოემბერი, პარასკევი
ცნობილი შეფ-მზარეულის იტალო ბასის მიერ მომზადებული ვახშამი
მიშლენის სამი ვარსკვლავით დაჯილდოებული სახელგანთქმული შეფ-მზარეული იტალო ბასი, რომელიც წლების მანძილზე ცნობილ ენოთეკა “Pinchiorri”-სთან თანამშრომლობდა და ამჟამად რესტორან “Confusion Porto Cervo”-ს მეპატრონეა, სტუმრებს შესთავაზებს მაღალი სამზარეულოს საკუთარ ხედვასა და სპეციალურად შექმნილ მენიუს. მისი კერძები მომზადდება იტალიურ კულინარიულ ტრადიციებზე დაყრდნობით და საელჩოს პარტნიორების მიერ გულუხვად მოწოდებული დელიკატესების (კამპანიის რეგიონის კამეჩის მოცარელას, პროშუტოსა და პროსეკოს) გამოყენებით. მომდევნო დღეს შეფ-მზარეული იტალო ბასი ჩაატარებს მასტერკლასს და მსმენელს კულინარიის სამყაროში საკუთარი გამოცდილების შესახებ მოუთხრობს.
ღონისძიება იმართება საელჩოს ორგანიზებით, რესტორან “ფილინისთან” და რესტორან “Confusion Porto Cervo”-ს (სარდინია) მფლობელ შეფ-მზარეულ იტალო ბასისთან თანამშრომლობით.
დასაწყისი: 20:00სთ
ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია
გარდა ამისა, იტალიური სამზარეულოს კვირეულის განმავლობაში იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს საქართველოს დედაქალაქის მთელ რიგ რესტორნებში ახალი კერძები, სპეციალური მენიუ და სხვადასხვა ღონისძიებები ელით.
დაბოლოს, გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებსა და პარტნიორებს მათი წვლილისთვის იტალიური სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებების გამართვაში.
Discussion about this post