უკვე 22 წელია კომპანია თერმა გათბობა, ვენტილაცია,კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდდი კომპანიაა HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
კომპანია „თერმა“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორი -ს პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება:კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ოფისის ადმინისტრატორად (მინიმუმ 2 წელი) .
სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
გამართული მეტყველება,მართლწერა.
ძირითადი მოვალეობები:
ოფისში შემოსული სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება.
ელექტრონული ფოსტის, გზავნილების, მიღება-გაგზავნა.
კორესპოდენციის მართვა.
სტუმრების დახვედრა, თათბირების შეხვედრების ორგანიზება.
საკურიერო ,სატელეფონო კავშირის, საკანცელარიო და ოფისის სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურთან.
კომპანიის შესყიდვების კურირება.
ოფისის დოკუმენტების დახარისხება.
სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:
ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
შრომისმოყვარე,ენერგიული და დისციპლინირებული;
სხარტი,ლოგიკური,ანალიტიკური აზროვნების უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძონბა, პუნქტუალურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება ოფისის ადმინისტრატორი ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება,ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
გისურვებთ წარმატებებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Discussion about this post